გაკვეთილის გეგმა წელიწადის დროები

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
წელიწადის დროები
მასწავლებლის სახელი/გვარი
ირინა ქოზაშვილი
სწავლების საფეხური
მეორე/ კლასი 7
მოსწავლეთა რაოდენობა
8
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
1.მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კითხვის ტექნიკას.
2.გამოუმუშავდებათ უცხოურ ენაზე მოსმენილი ტექსტის გაგება გააზრების უნარი.
3.გაიმდიდრებენ ლექსიკას.
4.ისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
გაკვეთილის მიზნები/ შედეგები
მიზნები
1.მოსმენილი ტექსტის ზოგადი და ფაქტობრივი ინფორმაციის გაგება გააზრება.
2.კითხვის ტექნიკის განვითარება.
3.ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
4.მარტივი ტექსტის შედგენა მონაცემებზე დაყრდნობით.
შედეგები
1.იგებს და გაიაზრებს მცირე ზომის აღწერითი ხასიათის ტექსტს.
2.ხმამაღლა გამართულად კითხულობს მარტივ ტექსტს.
3.მონაცემებზე დაყრდნობით წერს მარტივ ტექსტს.
4.იყენებს მრავალფეროვან ლექსიკას.
წინასწარი ცოდნა
1.მოსწავლეებმა იციან კითხვა,იციან წერა.
2.ფლობენ გარკვეული რაოდენობის ლექსიკურ მარაგს.
3.იციან პროგრამა word, Pover point-ში მუშაობა.
შეფასების საგანი/პროცედურები
შეფასების საგანი
1.ტექსტის გაგება გააზრების უნარი.
2.კითხვის ტექნიკის უნარი.
3.თარგმნის უნარი.
4.მარტივი ტექსტის შედგენის/წერის უნარი.
შეფასების პროცედურები
1.კითხვა
2.დაკვირვება
3.წერითი მუშაობა
4.კომპიუტერთან მუშაობა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
1.სახელმძღვანელო/ლორთქიფანიძე/
2.დაფა
3.ოთხი კომპიუტერი,პროგრამები Pover point, word.
გაკვეთილის მსვლელობა/მენეჯმენტი
A-ფაზა გამოწვევა
აქტივობა1.მისალმება/თემისა და მიზნების გაცნობა./3
აქტივობა2.გონებრივი იერიში/დახურული კითხვების დასმა.
1.რამდენი დროა წელიწადში?
2.ჩამოთვალეთ ისინი
3.რამდენი თვეა წელიწადში?
4.ჩამოთვალეთ ისინი?/3წ
B-ფაზა ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა3.შინაარსის პროგნოზირება სათაურით./2წ
აქტივობა4.ახალი ლექსიკის გაცნობა/ამოწერა დაფაზე და ლეკსიკონში გადატანა/3წ
აქტივობა5.ტექსტის 1–ლი მოსმენა /3წ
აქტივობა6.ახალი ტექსტის ირგვლივ კითხვების დასმა/3წ
აქტივობა 7.ტექსტის ხმამაღალი გამართული კიტხვა/ინდივიდუალურად/5წ
აქტივობა8.ტექსტის მეორე მოსმენა და თარგმნა/3წ
აქტივობა9.მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში კომპიუტერთან. პროგრამა Pover point-ში ქმნიან მცირე ზომის ტექსტს ნიმუშის მიხედვით, აფორმებენ სურათებით/რომლებიც შეესაბამება არჩეული წელიწადის დროს/ და უგზავნიან მასწავლებელს ელ. ფოსტით/7წ
აქტივობა10.მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივათ კითხულობენ და ასწორებენ შეცდომებს/5წ
C-ფაზა რეფლექსია
აქტივობა11.მასწავლებლის მიერ კითხვების დასმა ახალ მასალასტან დაკავშირებით/3წ
აქტივობა12.საშინაო დავალების ორგანიზება/ინსტრუქციის მიცემა/3წ
აქტივობა13.შეფასება/2წ


Comments

Popular posts from this blog

გაკვეთილის გეგმა მისალოცი ბარათი

ინტელის ტრენინგის მესამე დღე